Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა ფაფიაშვილი
იურისტი
დაბადების თარიღი 1936

თანამდებობის პირი,იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი.

შოთა ფაფიაშვილი დაიბადა 1936 წელს.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი . 1988 წელს დოქტორანტურა.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 2000-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე;

1985-1991 წწ. იყო- იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, საქართველოს უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1991-1992წწ. -  საქართველოს სახელმწიფო კონტროლის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; 1994-1998 წწ. - საქართველოს შსს აკადემიის უფროსის მოადგილე; საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსი;

 1994 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით მიენიჭა პოლიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდება; 2003 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის (გენერლის) უმაღლესი სპეციალური წოდება. საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

შოთა ფაფიაშვილის  სამეცნიერო ინტერესები: კრიმინალისტიკა, კრიმინალისტიკური ტექნიკა. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და სახელმძღვანელოს ავტორი:

ბიბლიოგრაფია

1. სამართალმცოდნეობის შესავალი : სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2019. - 384გვ. . - ISBN: 9789941256950

2. საქართველოს სისხლის სამართლის პროცესი : ზოგადი ნაწილი: სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, იურისტების სამყარო, 2015. - 302გვ.. - ISBN: 9789941944444

3. კრიმინალისტიკა: განსაკუთრებული ნაწილი. დანაშაულთა გამოძიებისა და გახსნის მეთოდიკა : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 632გვ.. - ISBN: 9789941106750

4. შესავალი იურიდიულ სპეციალობაში : იურიდ. ფაკ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2006. - 307გვ.

5. სამოხელეო და სატრანსპორტო დანაშაულთა გახსნის მეთოდიკა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2003. - 307გვ. . - ISBN: 9992832894

6. შემთხვევის ადგილის დათვალიერება : სახელმძღვ. იურიდ. ფაკ-ტის სტუდ. (თანაავტორი). - ბათუმი, იურიდ. ლიტ., 2002. - 138გვ.. - ISBN: 9992849118

7. დანაშაულთა გახსნის ზოგადი მეთოდიკის პრობლემები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1991. - 196გვ. . - ISBN: 5505016294

თარიღი: 27/01/2026
კატეგორია: იურისტი