კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
04/06/2026 - 19/06/2026
ძირითადი მოვალეობები:
- IB DP პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად ფიზიკის გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება;
- ინგლისურ ენაზე სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- სასწავლო მასალების, დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება;
- მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის მონიტორინგი და შეფასება;
- მოსწავლეებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
- პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
- მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
- სკოლის აკადემიურ გუნდთან, კოორდინატორებთან და მშობლებთან თანამშრომლობა;
- IB DP პროგრამის სტანდარტებისა და შეფასების კრიტერიუმების დაცვა;
- პროფესიულ განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უმაღლესი განათლება ფიზიკაში ან შესაბამის სფეროში;
- ინგლისურ ენაზე სწავლების უნარი;
- ფიზიკის სწავლების გამოცდილება;
- საერთაშორისო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- IB DP პროგრამის ცოდნა ან მასში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
- თანამედროვე სასწავლო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და საერთაშორისო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- თანამშრომლობით და ინოვაციებზე ორიენტირებულ სამუშაო კულტურას;
- თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული