Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოზიციის მიზანი: ჰოლდინგის მასშტაბით საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, დადგენილი პერიოდულობით, საგადასახადო აუდიტის წარმართვა და მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება;

ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო კონსულტაციებში ჩართულობა, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;საგადასახადო დოკუმენტაციისა და პროგრამული აღრიცხვის შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;

პროფესიული სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამშრომლებისთვის რეკომენდაციის გაცემა;

კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.



ცოდნა და გამოცდილება:

ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;

საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

ინგლისური ენის კარგად ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ACCA-ის ჩაბარებული წიგნები ჩაითვლება უპირატესობად;

MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;

საგადასახადო აუდიტისა და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.



პიროვნული მახასიათებლები:

ანალიტიკური აზროვნება;

დეტალებზე ორიენტირებულობა;

ორგანიზებულობა;

დროის მენეჯმენტი;

გუნდურად მუშაობის უნარი;

ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

რისკების მენეჯმენტი.



სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;

მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34;

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული