მაგისტრატურის საგანმანათლებლო პირველი ნაწილის მიზანია: პროგრამის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება დიპლომატიასა და საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელთაც ექნებათ მყარი თეორიული ცოდნა დარგისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია: საფუძლიანი ცოდნითა და პროფესიული ეთიკის სტანდარტებით შეიარაღებული დამოუკიდებელი მკვლევრის ჩამოყალიბება.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის პირველ ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სასურველია გარკვეული ცოდნა შემდეგ სოციალურ მეცნიერებებში: საერთაშორისო ურთიერთობები, მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკური ჟურნალისტიკა, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკური გეოგრაფია, საერთაშორისო ეკონომიკა, სამართალი, უცხო ენები), რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და ქვემოთჩამოთვლილი გამოცდების საფუძველზე: საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
- გამოცდა საერთაშორისო ურთიერთობებში სპეციალური პროგრამით;
- გამოცდა ინგლისურ ენაში (B2 დონე) ან დადასტურება შესაბამისი სერტიფიკატით (TOEFL, IELTS, სხვა მათი ეკვივალენტური ტესტები);
- გასაუბრება სპეციალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (საგანგებოდ შექმნილ კომისიასთან).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (60 კრედიტიანი) ჩარიცხვის უფლება აქვს დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს (პროგრამის პირველი ნაწილის დასრულებით). ამ ნაწილზე დამატებითი პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით,
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად თეორიულ მიმართულებებს; საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ საკითხებსა და გამოწვევებს; თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის საკვანძო პრობლემებს; დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის თავისებურებებსა და დიპლომატიური პრაქტიკის საფუძვლებს. 1.2 სიღრმისეულად აანალიზებს საერთაშორისო მოვლენებს და აკეთებს არგუმენტირებულ დასკვნებს;
- უნარი: 2.1 ერკვევა და ორიენტირებს საერთაშორისო პოლიტიკის რთულ სიტუაციებში; 2.2 გამოხატავს ქართულ და ინგლისურ ენაზე საკუთარ მოსაზრებებს ნათლად და მკაფიოდ; 2.3 ითვისებს და გადასცემს ცოდნას სხვას დამოუკიდებლად.
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: 3.1 აცნობიერებს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნულ ღირებულებათა ურთიერთმიმართებას, ხელს უწყობს მათ დამკვიდრებასა და გავრცელებას შემდგომი საქმიანობის პროცესში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებული:
- ცოდნა და გაცნობიერება: 1.1 სისტემურად და სიღრმისეულად აღწერს საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს; 1.2 კომპლექსურად იცნობს და განსაზღვრავს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიულ პარადიგმებს, ისე ემპირიული კვლევის სხვადასხვა მეთოდს საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საერთაშორსიო სისტემის გამოწვევების აქტუალური საკითხების შესწავლისა კვლევისთვის.
- უნარი: 2.1 რჩევებს აძლევს და კონსულტაციას უწევს საგარეო პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს; 2.2 მონაწილეობას იღებს დიპლომატიურ მოლაპარაკებასა და პოლემიკაში; 2.3 ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებებს, კვალიფიციურად ოპონირებს და გამოაქვს დასაბუთებული დაკვნები; ამყარებს ვერბალურ და წერით კომუნიკაციას შესაბამის სფეროში; იცავს საკუთარ პოზიციას დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, საჯარო დისკუსიებსა და წერილობით პოლემიკაში ეთიკისა და კამათის კულტურის სრული დაცვით;
- პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა: სამეცნიერო ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით ატარებს კვლევას საერთაშორისო დიპლომატიასა
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (პირველი ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება დასაქმდეს: საჯარო სამსახურში, პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიპლომატიურ სამსახურში, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციაში, სხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო დაწესებულებების საგარეო კავშირების დეპარტამენტებში.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მეორე ნაწილი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება დამატებით დასაქმდეს: სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში მკვლევრებად და ანალიტიკოსებად.