Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ აუდიტორის  პოზიციაზე აუდიტის დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge).

 

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური  შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).

 

ჩვენ გთავაზობთ:

•    მზარდ ანაზღაურებას;
•    უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
•    პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
•    მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
•    ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
•    მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
•    ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
•    საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას;
•    ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

 

ძირითადი მოვალეობები:
•    საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩაატარება;
•    აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
•    აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
•    განსაზღვრული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
•    სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი. მათი დახმარება სამუშაოს  მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
•    აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.

 

ძირითადი მოთხოვნები:
•    დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
•    ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
•    კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
•    ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის საფუძვლების ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:
•    ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•    მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
•    სწრაფად ათვისების უნარი;
•    ინტერესი ბუღალტერიის/ფინანსების/აუდიტის სფეროში;
•    ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
•    კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
•    დეტალებზე ორიენტირებულობა;
•    კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
•    გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - „ასისტენტ აუდიტორი“.