პოზიციის მიზანი: ჰოლდინგის მასშტაბით საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, დადგენილი პერიოდულობით, საგადასახადო აუდიტის წარმართვა და მიღებულ შედეგებზე რეპორტების მომზადება;
ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შემოწმებაში და საგადასახადო კონსულტაციებში ჩართულობა, წერილობითი რეკომენდაციების გაცემა და მათი მონიტორინგი;საგადასახადო დოკუმენტაციისა და პროგრამული აღრიცხვის შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა;
პროფესიული სიახლეების გაცნობა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამშრომლებისთვის რეკომენდაციის გაცემა;
კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ცოდნა და გამოცდილება:
ბაკალავრის ხარისხი ფინანსების მიმართულებით;
საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
ინგლისური ენის კარგად ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ACCA-ის ჩაბარებული წიგნები ჩაითვლება უპირატესობად;
MS Office და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
საგადასახადო აუდიტისა და საკონსულტაციო სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
დროის მენეჯმენტი;
გუნდურად მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
რისკების მენეჯმენტი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული