geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშემოდგომო მიღება დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი აცხადებს მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

 

21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

► სკოლამდელი აღზრდა - თბილისი/ქუთაისი

► ადმინისტრაციული სერვისები - თბილისი/ქუთაისი

► საბიბლიოთეკო საქმე - ქუთაისი

► ღონისძიების ორგანიზება - თბილისი/ქუთაისი

► Front-end  დეველოპმენტი - თბილისი/ქუთაისი

► საფინანსო სერვისები - თბილისი/ქუთაისი

► საწყობის ოპერირება - ქუთაისი

► ტვირთების ექსპედირება - ქუთაისი

► ბუღალტრული აღრიცხვა - ქუთაისი

  

პროფესიულ პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.

 

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

https://shorturl.at/Ve8Gb

 

რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდის www.vet.ge  საშუალებით.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თსუ პროფესიული განათლების ცენტრს ელფოსტაზე: cve@tsu.ge

 

ან მოგვწერეთ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ფბ გვერდზე https://www.facebook.com/TSUVET

 

ტელ: 032 2 25 04 84

თარიღი: 21/09/2026