შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო პროგრამის დაწყებითი საფეხურის (IB PYP) და ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე 2026 წლის 01 სექტემბრიდან
თანამდებობის მიზანი: მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა: საჭირო მასალების კოპირება და მიწოდება მასწავლებლისთვის, ისე რომ არ შეფერხდეს გაკვეთილის მიმდინარეობა;
საჭიროების შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესში ჯგუფური სამუშაოების დროს მოსწავლეებისთვის დახმარების აღმოჩენა;
მოსწავლეების საკლასო ოთახებში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
მოსწავლეების სასადილოში ჩაყვანის ორგანიზება და მეთვალყურეობა;
საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებისთვის სამოსის გამოცვლასა და შენახვაში დახმარების აღმოჩენა;
ექსკურსიებისა და სხვა კლასგარეშე აქტივობების დროს მოსწავლეების მეთვალყურეობა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
მოსწავლეების საბუთების მოწესრიგება-კონტროლი;
სემესტრის ბოლოს კოორდინატორის ინფორმირება გაწეული საქმიანობის შესახებ;
კომპეტენციის ფარგლებში მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნა:
ინგლისური ენის ცოდნა IB PYP პრორამის შემთხვევაში.
მომსახურების გაწევის პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის გრძნობა;
აკურატულობა;
კომუნიკაბელურობა;
კეთილგანწყობილობა;
ყურადღებიანობა;
დაკვირვებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული