Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 17/12/2025 - 30/12/2025

შპს “თოდუას კლინიკა”  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT-Support-ის მიმართულებით.

 

სამუშო გრაფიკი:  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00 (სტუნდეტურ გრაფიკზე ხელშეწყობთ);

სტაჟირება განისაზღვრება 2-3 თვემდე ვადით; სტაჟირების პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი დასაქმდება უმცროსი IT სპეციალისტის პოზიციაზე.

 

გადამზადების პერიოდში, სტაჟორი პრაქტიკული მაგალითებით შეისწავლის:

·                    კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვას;

·                    პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაციას, ტექნიკურად გამართვას;

·                    ქსელური და კომპიუტერული პრობლემების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის გზებს;

·                    საოფისე პროგრამების ინსტალაციას, ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირებასა და მის გადაწყვეტას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·                    მე-3 ან მე-4  კურსის სტუდენტი (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);

·                    Microsoft Windows ოპერაციის სისტემების მინიმალური ცოდნა;

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

·                    მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

·                    ანალიტიკური აზროვნების უნარი;

·                    ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;

·                    დეტალებზე ორიენტირებულობა;

·                    გუნდური  მუშაობის უნარი;

·                    კომუნიკაბელურობა;

 

 

>> სარეგისტრაციო ბმული <<

დამატებითი ინფორმაცია:

·                    სამუშაო განაკვეთი:09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან -  პარასკევის ჩათვლით);

·                    მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.