Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მენეჯერულ პოზიციაზე;
  • კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო სახარჯი მასალებისა და აღჭურვილობის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ექიმებთან და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან პროფესიონალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის დეტალური გაცნობა პოტენციური მომხმარებლებისთვის;
  • სამედიცინო ბაზრის კვლევა და გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა;
  • კომპანიის მიზნების და გეგმების მიხედვით გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე,
შაბათ-კვირას დასვენება.

მისამართი: თბილისი, ლევან რჩეულიშვილის 5ა.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@heal.ge.

 

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.


გისურვებთ წარმატებებს!