Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  კრედიტების აღიარების განახლებული კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის   უფროსის  წერილის # N 20601/30 საფუძველზე ვბრძანებ:

1) დამტკიცდეს  ფაკულტეტის კრედიტების აღიარების განახლებული კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • თამარ დოლბაია, კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
  • ნათელა მონიავა, კომისიის მდივანი, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • რევაზ ჯორბენაძე, პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
  • ხათუნა მაისაშვილი, ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • კონსტანტინე შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • სანდრო ტაბატაძე, ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ელენე გელაშვილი, ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • მირანდა მიქაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

2) ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის  ბრძანების გაცნობა.

3) ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 72/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძენბა ფაკულტეტზე დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტურის საფეხურის მეექვსე სემესტრის სტუდენტის ხატია იმერლიშვილის 2024 წლის 8 ივლისის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:

 

1. აკადემიური საბჭოს N08/2024 დადგენილების თანახმად, შეიქმნას უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პოლიტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ხატია იმერლიშვილის მიერ გავლილი კვლევითი კომპონენტის აღიარების მიზნით კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მალხაზ მაცაბერიძე - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • მირანდა მიქაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი;
  • ნათია მონიავა - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

2. კომისიამ დოქტორანტის კვლევის ანგარიში შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა .

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 71/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება  2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1) განისაზღვროს  2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების  წინასწარი დაცვისა და დაცვის   ვადები:  წინასწარი დაცვა - 13 ივნისიდან 15 ივნისამდე,  დაცვა - 24 ივლისიდან 26 ივლისამდე 

2) დამტკიცდეს 2023–2024  სასწავლო  წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:
 

მედიის კვლევები

1. მანანა შამილიშვილი  - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. მაია ტორაძე - ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3. ნათია კუპრაშვილი - ასოცირებული  პროფესორი

4. მარი წერეთელი - ასოცირებული პროფესორი

5. ხათუნა მაისაშვილი - ასოცირებული  პროფესორი

 

პოლიტიკის მეცნიერება

1. მალხაზ მაცაბერიძე– პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. თამარ ქარაია – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3. გიორგი მელიქიძე -ასისტენტ პროფესორი

4. ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი

5. ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი
 

სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა

1. ალექსანდრე კუხიანიძე –  პროფესორი , კომისიის თავმჯდომარე

2. თამარ ქარაია – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

3. გიორგი მელიქიძე -  ასისტენტ პროფესორი

4. სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი

5. ვლადიმერ ნაფეტვარიძე – ასისტენტ პროფესორი

 

დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა

1. ფიქრია ასანიშვილი – ასოცირებული  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3. ზურაბ დავითაშვილი – პროფესორი

4. თორნიკე თურმანიძე  - პროფესორი

5. დავით მაცაბერიძე  - ასოცირებული პროფესორი

6. ნიკოლოზ სამხარაძე - ასოცირებული პროფსორი
 

 სოციალური მუშაობა

1. ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

 2. სალომე ნამიჭეიშვილი– ასოცირებული  პროფესორი, კომისიის მდივანი

 3. თამარ მახარაძე– ასოცირებული პროფესორი

 4. ნათია ფარცხალაძე - ასოცირებული პროფესორი

 5. მაგული შაღაშვილი  - მოწვეული პედაგოგი

 

სოციოლოგია

1. იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი,კომისიის  თავმჯდომარე

2. შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

3. ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

4. ლია წულაძე  - ასოცირებული პროფესორი

 5. ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი

 

კონფლიქტოლოგია

1. ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი,კომისიის  თავმჯდომარე   

2. თეონა მატარაძე -ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3. გუგული მაღრაძე – პროფესორი

4. რევაზ ჯორბენაძე -  პროფესორი

 5. მარეხ დევიძე - მოწვეული პედაგოგი

 6. ვახტანგ მაისაია -  მოწვეული პედაგოგი

 7. ლაშა ტუღუში - ასისტენტ პროფესორი

 

მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)

1. მარიამ გერსამია - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. მაია ტორაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3. თეონა მატარაძე -  ასოცირებული პროფესორი

4. რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი

5. თამარ ვეფხვაძე - ასოცირებული პროფესორი

 

სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია

1. გიორგი გოგსაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი

3.  ია იაშვილი -  ასოცირებული პროფესორი

4. გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

5. იოსებ სალუქვაძე - პროფესორი

 

გენდერის კვლევა

1. თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე

2. მარიამ ჭანჭალეიშვილი - მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი

3. ლია ჯალაღანია - მოწვეული პედაგოგი

4. მაია ბარქაია - მოწვეული პედაგოგი

5. მედეა ბადაშვილი  -  ასოცირებულ;ი პროფესორი

6. შორენა ლორთქიფანიძე - მოწვეული პედაგოგი

7. ნარგიზა არჯევანიძე  - მოწვეული პედაგოგი

8. გიორგი ურჩუხიშვილი - მოწვეული პედაგოგი

 

3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა .

4) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

სრულად

ბრძანების N: 70/30

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ჟიული შარტავას და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

3.  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები;
  • სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება  2024 წლის 5ივლისიდან 2024 წლის 20 ივლისამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, პროფესორი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • სანდრო ტაბატაძე-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

სრულად

ბრძანების N: 69/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ოსიკო კონცელიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ოსიკო კონცელიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-9 სემესტრის დოქტორანტ ოსიკო კონცელიძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 ივლისს,  14:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ნინო დურგლიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების  პროფესორი;

შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის მიმართულების  ასისტენტ პროფესორი;

კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 68/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მე-4 მუხლის მე-4 და მე-9 პუნქტებისა და ფაკულტეტის დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:
 

  1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებაზე:პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება- კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 2 ივლისი, 15:00-17:00 სთ; თსუ VI კორპუსი , აუდიტორია #303;
  2. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
  3. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განცხადება მიიღება 21 ივნისიდან- 28 ივნისის ჩათვლის 10:00 დან 16:00 საათამდე, თსუ VI კორპუსი, ოთახი 203ა.
  4. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ-ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  5. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
  6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 67/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1) დამტკიცდეს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების გრაფიკი:
 

სადოქტორო სემინარები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები - 6 ივლისი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • პოლიტიკის მეცნიერება - 4 ივლისი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 105 აუდიტორია
  • მასობრივი კომუნიკაცია - 9 ივლისი, 10:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • სოციოლოგია - 4 ივლისი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • კონფლიქტოლოგია -  9 ივლისი, 11:00 სთ, II კორპუსი, 235 აუდიტორია
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია - 9 ივლისი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია
  • დემოგრაფია - 9 ივლისი, 13:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია
  • ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 9 ივლისი,16:00 სთ,VI კორპუსი,303 აუდიტორია
     

სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:

  • პოლიტიკის მეცნიერება - 4 ივლისი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 105 აუდიტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 8 ივლისი, 12:00 სთ, I კორპუსი, 121 აუდიტორია
  • მასობრივი კომუნიკაცია - 9 ივლისი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • სოციალური მუშაობა -  4 ივლისი, 10:30 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • კულტურის და მედიის სოციოლოგია - 9 ივლისი, 14:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • კონფლიქტოლოგია -  9 ივლისი, 12:00 სთ, II კორპუსი, 235 აუდიტორია
  • დემოგრაფია - 9 ივლისი, 14:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია
  • ურბანისტიკა - 9 ივლისი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია

2. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამებზე სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიების შემადგენლობა:
 

პოლიტიკის მეცნიერება

  • მალხაზ მაცაბერიძე  - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • ზვიად აბაშიძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • თამარ ქარაია - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • სალომე დუნდუა  - ასოცირებული პროფესორი
  • ალექსანდრე კუხიანიძე -  პროფესორი
  • ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი


კონფლიქტოლოგია

  • გუგული მაღრაძე  - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • რევაზ ჯორბენაძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • თეონა მატარაძე  - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია  - მოწვეული ლექტორი
  • ზურაბ აბაშიძე  - ასოცირებული პროფესორი

მასობრივი კომუნიკაცია

  • ნინო ჭალაგანიძე- კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ნათია კუპრაშვილი  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა მაისაშვილი  - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • მარი წერეთელი  - ასოცირებული პროფესორი
  • მანანა შამილიშვილი  - პროფესორი
     

სოციოლოგია

  • იაგო კაჭკაჭიშვილი - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • ამირან ბერძენიშვილი  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • შორენა თურქიაშვილი -  კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი
  • ნინო დურგლიშვილი -  ასოცირებული პროფესორი
  • ანა დიაკონიძე - ასოცირებული პროფესორი


ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება

  • ნოდარ ბელქანია - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • რევაზ ჯორბენაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • თეონა მატარაძე - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • თამარ ვეფხვაძე - ასოცირებული პროფესორი
  • დალი ოსეფაშვილი - მოწვეული ლექტორი


საზოგადოებრივი გეოგრაფია

  • ნინო პავლიაშვილი  - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • იოსებ სალუქვაძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • გიორგი გოგსაძე  - კომისიის მდივანი,  პროფესორი
  • თამარ დოლბაია  -  პროფესორი
  • გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

 

ურბანისტიკა

  • იოსებ სალუქვაძე  - კომისიის თავმჯდომარე,  პროფესორი
  • ნინო პავლიაშვილი  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი გოგსაძე  - კომისიის მდივანი,  პროფესორი
  • თამარ დოლბაია  -  პროფესორი
  • გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი

 

დემოგრაფია

  • ვაჟა ლორთქიფანიძე  - კომისიის თავმჯდომარე,  პროფესორი
  • ანზორ სახვაძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • გიორგი გოგსაძე  - კომისიის მდივანი,  პროფესორი
  • გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი
  • რუსუდან თევზაძე - მოწვეული ლექტორი

 

საერთაშორისო ურთიერთობები

  • კონსტანტინე შუბითიძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ზურაბ დავითაშვილი -  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,  პროფესორი
  • ფიქრია ასანიშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • თორნიკე თურმანიძე  -  პროფესორი
  • დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი

 

კულტურის და მედიის სოციოლოგია

  • ლია წულაძე  - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ამირან ბერძენიშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • შორენა თურქიაშვილი - კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი
  • იაგო კაჭკაჭიშვილი  - პროფესორი
  • კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი

 

სოციალური მუშაობა

  • თამარ მახარაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ნინო შატბერაშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • ნათელა ფარცხალაძე -  კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • სალომე ნამიჭეიშვილი ასოცირებული პროფესორი
  • იაგო კაჭკაჭიშვილი -  პროფესორი
    ​​​​​​​

3. სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა ჩატარდეს სააუდიტორიო ფორმატში;

4. სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 22 ივნისიდან, 2 ივლისის 16:00 საათამდე https://e-learning.tsu.ge/-ზე;

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს ნაშრომის დაცვის კომისიას;

6. ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში დაცვის კომისია:

ა) არ დაუშვებს დოქტორანტს დაცვაზე და მისცემს რეკომენდაციას ნაშრომის გადამუშავების შესახებ;

ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს;

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერსებულ პირთათვის;

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 66/30

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

2023–2024 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო  ნაშრომების დაცვის ვადებისა და დაცვის კომისიების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21–ე მუხლის მე–6 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 13 თებერვლის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1) დამტკიცდეს  2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების  დაცვის   განრიგი და დაცვის კომისიების შემადგენლობა:        

2) შეიქმნას 2023–2024  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საბაკალავრო   ნაშრომების დაცვის კომისიები  შემდეგი შემადგენლობით:
 

საბაკალავრო  პროგრამა ,,სოციალური მუშაობა“-  16,17, 18  ივლისი  09:00 სთ.  

ფიზიკის ინსტიტუტი  აუდიტორია 602

  • სალომე ნამიჭეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • ნათელა ფარცხალაძე -  ასოც. პროფესორი; მდივანი,
  • თამარ მახარაძე-ასოცირებული პროფესორი;
  • ნინო შატბერაშვილი-ასოცირებული პროფესორი;
  • ზურაბ ტატანაშვილი-მოწვეული პედაგოგი.


საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია’’- 20 ივლისი, 11:00 სთ. 

  • გიორგი გოგსაძე- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • ლუიზა აბაზაძე- მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი
  • თამარ დოლბაია-პროფესორი
  • ნინო პავლიაშვილი-ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ია იაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • გიორგიკვინიკაძე-ასოცირებული პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა“ და ,, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია“ (რუსულენოვანი კომპონენტებით) -16,  17, 18, 19, ივლისი, 10:00 სთ

თსუ კორპუსიVI  აუდიტორია 303

  • მანანა შამილიშვილი-  პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • მაია ტორაძე-ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • მარი წერეთელი-ასოცირებული პროფესორი
  • ნათია კუპრაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • ნინო ჭალაგანიძე- ასოცირებული პროფესორი
  • ნანა ტალახაძე- ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა კაჭარავა - ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა მაისაშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • რეზი ჭიჭინაძე - ასოცირებული პროფესორი
  • თეა მჟავანაძე-ასისტენტ პროფესორი
  • ნათია სვანიძე-ასისტენტ პროფესორი
  • თინათინ მაჭარაშვილი-ასისტენტ პროფესორი
  • თამარ ბელქანია - ასისტენტ-პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა ,,სოციოლოგია “-  16,17, 18, 19,  ივლისი, 10:00 სთ       

 თსუ კორპუსიVI  აუდიტორია 103

  • ამირან ბერძენიშვილი- პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, მდივანი
  • კახა ქეცბაია -ასოცირებული პროფესორი
  • ნინო დურგლიშვილი-ასოცირებული პროფესორი
  • ლაშა მათიაშვილი-ასოცირებული პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა ,,პოლიტიკის მეცნიერება’’- 16,17,18,19 ივლისი 10:00 სთ

 თსუ კორპუსი I აუდიტორია 01

  • ზვიად აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ალექსანდრე კუხიანიძე- პროფესორი
  • ავთანდილ ტუკვაძე-ასოცირებული პროფესორი
  • ვალერიან დოლიძე-ასოცირებული პროფესორი
  • ვლადიმერ ნაფეტვარიძე-ასისტენტ პროფესორი
  • გიორგი მელიქიძე -  ასისტენტ პროფესორი


საბაკალავრო პროგრამა „საერთაშორისო ურთიერთობები“ – 20 ივლისი, 11 სთ.

  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
  • დავით მაცაბერიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • თორნიკე თურმანიძე - პროფესორი;
  • ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი

3) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ  პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 65/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე        ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №134/02-01,  13.15.2024  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო   დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) “ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის საფუძველზე” ვბრძანებ:
 

1.  2023-2024   სასწავლო   წლის   გაზაფხულის   სემესტრის   საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან  (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№134/02-01,  13.05.2024) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 836 ლარი)  გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისათვის.

2.  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

3.   სტუდენტთა აკადემიური შედეგების საფაკულტეტო რეიტინგული მონაცემები (ყველა ჩაბარებულ საგანში მინიმუმ 81 ქულისა და მეტის საშუალო არითმეტიკული) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.

4.   2023-2024  სასწავლო  წლის  გაზაფხულის  სემესტრში  დაფინანსებული  თანხის ზუსტი პროცენტი, დაფინანსებული სტუდენტთა რაოდენობისა და გამოყოფილი

თანხის გათვალისწინებით, განისაზღვროს  შემდეგი თანაფარდობით:

ა)   აკადემიური   შედეგებისა   (95–100   ქულა)   და       სამეცნიერო   აქტივობების გათვალისწინებით,     დაფინანსება     განხორციელდეს     სწავლის     სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 75.02 % -ით, კერძოდ 1055 ლარის ოდენობით;

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 95-100 ქულის შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 67.91 % -ით, კერძოდ 955 ლარის ოდენობით;

გ) აკადემიური შედეგებისა 90-დან 94.9 ქულამდე  და       სამეცნიერო   აქტივობების გათვალისწინებით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 60.80  % -ით, კერძოდ  855 ლარის ოდენობით;

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების 90-დან 94.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 53.69  % -ით, კერძოდ  755 ლარის ოდენობით;

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების  81-89.9 ქულამდე შემთხვევაში, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 39.75 %- ით, კერძოდ 559 ლარის ოდენობით.

5. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის      დეკანის      N63/30,      14.05.2024      ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ;

6. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის (მაგისტრატურა) სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

8.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 64/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №134/02-01,  13.05.2024  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

  1. 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№134/02-01,  13.05.2024) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 836 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
  2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);
  3. დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა   განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

                ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

                ბ)  სანდრო ტაბატაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის    მოადგილე

                გ) ნათელა მონიავა – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე

                დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

                ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

                ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

                ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

4. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა  და  სხვა  ტიპის გრანტით სრული  დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს

5. დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება   ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: social@tsu.ge   

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს  დაინტერესებულ   პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 63/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N114/01-01 02/05/2024 ბრძანებით პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ წესის საფუძველზე ვბრძანებ:

 

1) განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  N 114/01-01 02/05/2024 ბრძანების შესაბამისად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სტიპენდიის მოსაპოვებლად 146 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა;

2) დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

 

  • მანანა შამილიშვილი  – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
  • თეონა თაბუაშვილი -წამყვანი სპეციალისტი; კომისიის მდივანი
  • ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის  უფროსი;
  • მაია კოტრიკაძე - უფროსი სპეციალისტი;
  • ნაირა მახაშვილი – უფროსი სპეციალისტი;
  • ირმა ჩხეიძე-– უფროსი სპეციალისტი;
  • თეა ხუნდაძე-უფროსი სპეციალისტი;
  • მაია ჟღენტი-უფროსი სპეციალისტი;
     

3) საბუთები მიიღება:  14-16 მაისი  VI კორპუსი, # 107, 10:00 -17:00 სთ

4) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა ;

5) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 62/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანებით 2024 წლი #59/30 შექმნილი კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივანი,  მირანდა მიქაძე-ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც იმყოფება შვებულებაში  ერთჯერადად ჩაანაცვლოს  თამარ ჯახუამ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის სპეციალისტიმა.

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 61/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4-ის 4 –9 პუნქტებისა  და ფაკულტეტის  დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

 

  1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:
  2. ინტერდისციპლინური მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 16 აპრილი, 15:00 - 16 სთ; თსუ II კორპუსი, აუდიტორია #235;
  3. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 18 აპრილი, 15:00  - 17სთ; თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
  4. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
  5. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადება  მიღება  8 აპრილიდან -15 აპრილის ჩათვლით 10:00 დან 16:00 საათამდე  თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა.
  6. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  7. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
  8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 60/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის განახლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. 3 -ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განახლდეს ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ლევან ჩოხელი  - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • მარეხ დევიძე -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის მოადგლე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • მირანდა მიქაძე -  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 59/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის  გიორგი პარკაულის  2024 წლის 16 თებერვლის  განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი პარკაულის ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,, რუსეთის საგარეო პოლიტიკა “   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 58/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 57/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება,  ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ ვბრძანებ:

1) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე-სამეცნიერო კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება/გამორიცხვის მიზნით  ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია  შემდეგი შემადგენლობით :

  • მაია ტორაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფეროსი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თეონა თაბუაშვილი - კომისიის მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
  • თინათინ დავითაშვილი- ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები) მიმართულების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2) ფაკულტეტის სამეცნიერო სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.

3) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 56/30

კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის N20/01-01, 23/01.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:15 სექტემბერი, 14:00 საათი; N235, II კორპ.

2. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია:

2.1 კომისიის შემადგენლობა:

  • გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი

 

3. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

სრულად

ბრძანების N: 55/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი 1.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 2 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა); 

5. საკონკურსო პროექტების  ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანცელარიაში როგორც მატერიალური, ასევე CD-ზე ჩაწერილი სახით წარდგენის ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი,   საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
     

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 54/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ  ვბრძანებ:

1.,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 სემესტრის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N235 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
  • ზურაბ აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
  • რამაზ საყვარელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 53/30