კონკურსი ცხადდება 2026 წლის 21 მაისს მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე:
ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ერთი)
ბ) გეოფიზიკური ველების დინამიკისა და გამოთვლითი გეოფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
გ) დედამიწის ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
დ) ატმოსფეროს ფიზიკის სექტორი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული (ორი)
ე) კოსმოსური კვლევის ცენტრი:
მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული
ვ) ჰიდროგეოფიზიკისა და გეოთერმიის კვლევითი ცენტრი:
მეცნიერ თანამშრომელი -3 საშტატო ერთეული
ზ) დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია:
მეცნიერ თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2026 წლის 22 ივნისიდან 2026 წლის 26 ივნისის ჩათვლით 10 00 -დან 17 00 საათამდე, თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის
ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ N1 მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, II სართული.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ბრძანება N115/01-01 19.05.2026.