Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რბილი უნარების კურსები პროფესიული მასწავლებლებისთვის და სტუდენტებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მასწავლებლებისვთის და სტუდენტებისთვის რბილი უნარების კურსები ჩატარდა.

 

აღნიშნული კურსები Erasmus + პროგრამის მიერ თანადაფინანსებული ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის „DeSIRe - რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად” ფარგლებში ჩატარდა. კურსებს კი ამავე პროექტის განმახორციელებელი პერსონალი უძღვებოდა.

 

პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია თსუ ასოცირებული პროფესორი, EUA-CDE სადოქტორო განათლების საბჭოს წევრი, საქართველოში Erasmus + უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე, ირმა გრძელიძე.

 

რბილი უნარების კურსები დაეთმო საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია  საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და კარიერული განვითარების კუთხით როგორც პროფესიული მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. კურსების თემები იყო:

 

♦ თანასწორობა, მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა;

♦ აუცილებელი სამეწარმეო უნარები: ინიციატივა და პროაქტიულობა;

♦ ბიზნეს კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ეფექტური უნარები;

♦ ორგანიზაციული კულტურის შექმნა-განვითარება.

თარიღი: 21/05/2025