აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით (www.moore-georgia.ge).
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37,000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com).
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზღაურებას;
- უწყვეტ პროფესიულ ტრენინგებს;
- პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს ბუღალტრებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული გატარების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) ასახვა პროგრამაში;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
- სავალდებულოა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცონდა B1-B2 დონეზე;
- სასურველია კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
- სასურველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია - „სტაჟიორი (ბუღალტერია)“.