geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დემურ ბახტაძე
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1939

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტი 1965 წელს და ასპირანტურა 1972 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი საკომპენსაციო სიით, საქართველოს  სოციალ-დემოკრატიული პარტიისგან,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე. მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

შრომები:

  • ტრადიციული საკვები პროდუქტების ბაზრის ფორმირებისა და განვითარების კანონზომიერებანი საქართველოში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1999.
  • ქართველთა ტრადიციული საკვები პროდუქტები და სასურსათო უსაფრთხოება, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2004.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 10/12/2021
კატეგორია: ეკონომისტი