geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პანტელეიმონ ბერაძე
ფილოლოგი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1901

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პარალელურად სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებულ დრამატულ სტუდიაში). 1953-1968 წლებში იყო თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ავტორია ნაშრომისა "ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები" (1969); თარგმნა ლუკრეციუსის "საგანთა ბუნებისათვის" (1958), ევრიპიდეს "მედეა" (1969), ჰომეროსის "ოდისეა", ვალერიუს ფლაკუსის "არგონავტიკა". გარდაიცვალა 1968 წელს.

შრომები:

 

  • ბერძნული საბრძოლო ელეგია. თბ. სტალინის სახ. თბ. სახ. უნ-ტი 1942.
  • რუსთაველის ლექსის რიტმი. ტფ. სახელგამი, 1938. (რუსთაველის ინსტიტუტი „რუსთაველის კრებული“ ცალკე ამონაბეჭდი).
  • ქართული იამშიკოს შესახებ. თბ. 1943. (საქ. სსრ მეცნ. აკადემიის მოამბე ტ.4 N 6, 1943, ფილოლოგია)
  • ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები, თბ, თბილისის უნ-ტის გამ-ბა, 1969.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020