Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 19 თებერვლის №54/2018 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი“.


2. დამტკიცდეს „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის“ დებულება (დანართი 1). (19.02.2018, №54/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 124/2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სმაართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ დებულება (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 123/2013

ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო  პრემიის გაცემის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს                                                                   
№137/2013, 23.12.2013;
 №21/2014, 05.03.2014

დადგენილებებით           

                                                                  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სმაართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო პრემიის გაცემის შესახებ“ დებულება (დანართი №1).

11. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს. (№137/2013, 23.12.2013)
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 123/2013

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 8.11.2013, №35075/02 წერილის საფუძველზე:


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაემატოს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:


„ჰ9) არატრადიციული ეკონომიკსი: მეთოდოლოგია და მეთოდიკა (დანართი 42).“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 122/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 8.11.2013, №35075/02 და 8.11.2013, №35074/02  წერილების  საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:


1. III ნაწილის “დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:


„866. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 213);
867. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 214);
868. ტურიზმის მენეჯმენტი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 215);
869. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 216);“.

 

2. IV ნაწილის “გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 921 პუნქტი:


„921. ევროპისმცოდნეობა (დანართი 217).“.


3. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართში:


ა) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 911 ქვეპუნქტით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამა „მიგრაციის მართვა“  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 207);


4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 121/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 25.10.2013, №33779 წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1);


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედვიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 120/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების  დამტკიცების თაობაზე (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2021 წლის 10 დეკემბრის №110/2021 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის 25.10.2013, №33779 წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1); (10.12.2021, №110/2021)


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შედვიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 120/2013

ეთერ ხარაიშვილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 13 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 18.10.2013,  №33096/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ ეთერ ხარაიშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 119/2013

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის მრჩეველთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს დებულება“ (დანართი№1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი   ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 118/2013

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 28-ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ რექტორის 2013  წლის 29 ივლისის №71/01-01, 2013 წლის 4 ოქტომბრის №118/01-01 და №120/01-01  ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 სექტემბრის №109/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 15.10.2013, №32579/02 ) საფუძველზე,


 აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:

 

ა) „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა1“  ქვეპუნქტი:


„გ.ა1) ალექსანდრე კუხიანიძე -  პროფესორი;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 117/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 17.10.2013, №32939/02  წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულება“


2.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის №118/2012 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:


„1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – ,,უნივერსიტეტი“) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“) არის უნივერსიტეტის მართვის ორგანო“.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი   ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 116/2013

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 18.10.2013, №32974/02  წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაემატოს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სასწავლო კურსების სილაბუსების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 13 სექტემბრის №91/2011 დადგენილების პირველ პუნქტს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:


„ჰ8) მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიური პრობლემები (იურიდიული მეცნიერების ასპექტით) (დანართი 41);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 115/2013

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 სექტემბრის №109/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის მე–5 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 04.10.2013, №118/01-01 და 04.10.2013, №120/01-01 ბრძანებებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 04.10.2013, №31427/02 წერილის   საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ჩამოყალბდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 სექტემბრის №109/2013 დადგენილების სათაური შემდეგი რედაქციით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“


2. ჩამოყალბდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 სექტემბრის №109/2013 დადგენილების პირველი ნაწილი შემდეგი რედაქციით:


„დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:“.


3.    შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 23 სექტემბრის №109/2013 დადგენილებაში და ამოღებულ იქნას პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.


4.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5.    დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 114/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.10.2013, №31293/02,  03.10.2013, №31365 და 04.10.2013, №31471/02  წერილების  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:


ა) II ნაწილის „გ“ პუნქტის 59-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალური სამუშაო“ (დანართი 59);
ბ) II ნაწილის „გ“ პუნქტის მე-60 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციოლოგია“ (დანართი 60);
გ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი 65);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 82-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა)“ (დანართი 82);
ე) V ნაწილის „დ“ პუნქტის 98-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (დანართი 98).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 113/2013

სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:


1. განისაზღვროს საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის ოდენობები (დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6).


2. დანამატის წლიური საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის წელს დამტკიცებული უნივერსიტეტის ბიუჯეტით ფაკულტეტისათვის გათვალისწინებული  დანამატის  ოდენობას.


3. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.


4. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.


5. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.


6. დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.


7. დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, დანამატი, პრემია) 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე).


8. დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.


9. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.


10. თსუ ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში არ მიეცემათ ,,ა“ კატეგორიის, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“ და „ბ“ კატეგორიის, ხოლო ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტზე „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ კატეგორიის შესაბამისი აკადემიური თანამდებობისათვის განსაზღვრული  შრომის ანაზღაურება.


11. ცალკეული ფაკულტეტის შიგნით აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ცვლილება (დაბალი თანამდებობრივი სარგოდან მაღალ თანამდებობრივ სარგოზე გადასვლა,  შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვის გათვალისწინებით), შესაძლებელია შესაბამის წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.


12.  წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილება.
13. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2013  წლის პირველი ოქტომბრიდან.
14. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
16.  წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 112/2013

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს    
№18/2014, 19.02.2014; №19/2014, 20.02.2014;     
№97/2014, 30.09.2014;  №122/2014, 29.12.2014;
№8/2015, 22.01.2015; №121/2015, 09.11.2015;
№27/2016, 29.02.2016; №52/2016, 04.05.2016;
№154/2016, 23.12.2016; №15/2017, 10.02.2017;
№24/2017, 06.03.2017; №29/2017, 27.03.2017;
№30/2017, 27.03.2017; №114/2018, 30.04.2018;
№115/2018, 30.04.2018; №45/2019, 06.05.2019;
№46/2019, 06.05.2019; №8/2020, 24.02.2020;
№9/2020, 24.02.2020; №115/2020, 30.11.2020;
№116/2020, 30.11.2020; №16/2021, 09.02.2021;
№17/2021, 09.02.2021; №44/2021, 24.05.2021;
№46/2021, 21.06.2021; №58/2021, 12.07.2021;

№67/2021, 29.07.2021; №102/2021, 8.11.2021;

№113/2021, 10.12.2021; №27/2022, 21.03.2022;

№44/2022, 10.05.2022; №67/2023, 10.07.2023; 

№4/2024, 22.01.2024; №142/2024, 24.12.2024 

დადგენილებებით


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.   საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოადგენს ანაზღაურებას სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისა (აკადემიური პერსონალის დატვირთის 50%) და მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის - სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის (აკადემიური პერსონალის დატვირთვის 50%) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით შესრულებისათვის და აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6, დანართი №7-ის შესაბამისად. (№18/2014, 19.02.2014)(№97/2014, 30.09.2014) (№122/2014, 29.12.2014) (№8/2015, 22.01.2015) (№121/2015, 09.11.2015) (№27/2016, 29.02.2016) (№52/2016, 04.05.2016) (№115/2018, 30.04.2018) (№46/2019, 06.05.2019) (№8/2020, 24.02.2020) (№115/2020, 30.11.2020) (№16/2021, 09.02.2021) (№44/2021, 24.05.2021) (№46/2021, 21.06.2021) (№67/2021, 29.07.2021) (№102/2021, 8.11.2021) (№102/2021, 8.11.2021) (№113/2021, 10.12.2021) (№27/2022, 21.03.2022) (№44/2022, 10.05.2022) (№4/2024, 22.01.2024) (№142/2024, 24.12.2024)

2.    ამოღებულია. (№18/2014, 19.02.2014)

21. სავალდებულო სასწავლო პედაგოგიური დატვირთვა აკადემიური პერსონალის -პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისათვის, გარდა ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული პედაგოგიური დატვირთვისა, მოიცავს დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობას (კვირაში 2 საათის შესაბამისი კოეფიციენტირებით). (№142/2024, 24.12.2024)

22. იმ შემთხვევაში, თუ პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი არ ხელმძღვანელობს დოქტორანტ(ებ)ს 21 პუნქტში მითითებული დატვირთვის შესრულება შეუძლია შემდეგი შინაარსის ალტერნატიული აქტივობებით (შესაბამისი კოეფიციენტირებით): სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის ხელძღვანელობა, სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს/რიდერის შექმნა; უნივერსიტეტის აკადემიური/წარმომადგენლობითი/სადისერტაციო და ფაკულტეტის საბჭოს წევრობა; პროგრამის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა/კოორდინატორობა; საბაკალავრო/სამაგისტრო/სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრობა; სტუდენტის კონფერენციისათვის მომზადება, სტუდენტთა მომზადება ოლიმპიადებისათვის, იმიტირებული პროცესებისა და სხვა სახის შეჯიბრებებისათვის; სეზონური სკოლის ორგანიზება/ხელმძღვანელობა; დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმღები კომისიის წევრობა; საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციების წაკითხვა. (№142/2024, 24.12.2024)

23. ამ წესის 21 და 22 პუნქტებში მითითებული თითოეული აქტივობა საათობრივ ნაწილში გამოითვლება შესაბამისი კოეფიციენტით: (№142/2024, 24.12.2024)

ა) დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა: 1 აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი -კვირაში 1 საათი; 2 და მეტი აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტი - კვირაში 2 საათი;
ბ) სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის ხელძღვანელობა - თითოეული ნაშრომი კვირაში 0.5 საათი;
გ) სასწავლო კურსის სახელმძღვანელოს შექმნა - კვირაში 2 საათი;
დ) სასწავლო კურსის რიდერის შექმნა - კვირაში 0.5 საათი;
ე) უნივერსიტეტის აკადემიური/წარმომადგენლობითი/სადისერტაციო და ფაკულტეტის საბჭოს წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
ვ) პროგრამის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა/კოორდინატორობა - კვირაში 0.5 საათი;
ზ) საბაკალავრო/სამაგისტრო/სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისიის წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
თ) სტუდენტის კონფერენციისათვის მომზადება, სტუდენტთა მომზადება ოლიმპიადებისათვის, იმიტირებული პროცესებისა და სხვა სახის შეჯიბრებებისათვის - კვირაში 1 საათი; 
ი) სეზონური სკოლის ორგანიზება/ხელმძღვანელობა - კვირაში 1 საათი; 
კ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიმღები კომისიის წევრობა - კვირაში 0.5 საათი;
ლ) საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში ლექციების წაკითხვა - კვირაში 1 საათი; 
მ) ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა სასწავლო პედაგოგიური დატვირთვა, ფაკულტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით. 

24. იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის მიერ ამ წესის 21 პუნქტში მითითებული დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელობა ასახულია დატვირთვის სქემაში, მასზე არ ვრცელდება ამ დადგენილების 21 და 22 პუნქტების მოთხოვნები. (№142/2024, 24.12.2024)
25. პროფესორი ან/და ასოცირებული პროფესორი, რომელიც ვერ შეასრულებს 21 და 22 პუნქტებში მითითებულ სავალდებულო სასწავლო პედაგოგიურ დატვირთვას (კვირაში არანაკლებ 2 საათი), ვალდებულია მომდევნო სემესტრში (დანაკლისი საათების ოდენობით) დამატებით აანაზღაუროს წინა სემესტრის შესასრულებელი პედაგოგიური დატვირთვა შემდეგი აქტივობებით: ლექცია; სემინარი; პრაქტიკული მეცადინეობა; სამუშაო ჯგუფი; ლაბორატორიული მეცადინეობა; სასწავლო/საველე/პროფესიული პრაქტიკა. (№142/2024, 24.12.2024)

3.    უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომდინარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის ამ დადგენილებით განსაზღვრული დატვირთვის სასწავლო წლის ფარგლებში საშუალოკვირეული დატვირთვით შესრულება.
4.    დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს, აკადემიური პერსონალის მიერ თავის ვალდებულებათა სრულფასოვნად შესრულების მიზნით, პედაგოგიური დატვირთვით (სააუდიტორიო საათები), უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყონ აკადემიური პერსონალი.
5.    დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზებთან დაკავშირებით, თუ დამსაქმებელი (ფაკულტეტი) ვერ უზრუნველყოფს კონკურსის წესით არჩეულ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვით.
6.    დაევალოს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანსა და პროფესორს, დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი ინფორმაცია დატვირთვის შეუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
7.    დასაქმებულის (აკადემიური პერსონალი) ან დამსაქმებლის (ფაკულტეტი) მიზეზით სავალდებულო მინიმალური პედაგოგიური დატვირთვის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასის დაქვითვა განხორციელდეს აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან, შეუსრულებელი პედაგოგიური დატვირთვის პროპორციულად (ერთი საათის საშუალო ღირებულების გაანგარიშების საფუძველზე). (№18/2014, 19.02.2014)
8.    დასაქვითი შრომის ანაზღაურების გაანგარიშება განხორციელდეს შესაბამისი სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და გამოიცეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტი.
81.  აკადემიური პერსონალის  მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა (სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი კადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა) განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ის  შესაბამისად, წარმოადგენს აკადემიური პერსონალის მიერ შექმნილი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის ერთობლიობას, რაც გამოიხატება ქულობრივად და არ უნდა წარმოადგენდეს წლის განმავლობაში 100 ქულაზე ნაკლებს (ამავდროულად ხელფასის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება წლიური მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულება არაუმეტეს 100 ქულისა). (№122/2014, 29.12.2014)
82. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის რომელი კომპონენტის და თითოეულ კომპონენტში რა სახეობის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციით შედგება კონკრეტული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვა, წყვეტს თავად აკადემიური პერსონალი, აკადემიური ავტონომიურობის ფარგლებში. (№122/2014, 29.12.2014) 
83. როგორც წესი, სავალდებულო მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის თითოეული შემადგენელი ნაწილის (დატვირთვის შემადგენელი კომპონენტები, თავიანთი ქულობრივი წილით) გადაჭარბებით შესრულება არ ახდენს ამ ნაწილის ქულობრივ ზრდაზე ზეგავლენას. ფაკულტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ წესიდან გამონაკლისი, გარდა წინამდებარე დადგენილების დანართ №1, დანართ №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ით გათვალისწინებული მე-8 კომპონენტისა, ხოლო ხსენებული დანართებით გათვალისწინებული მე-7 კომპონენტი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ გაორმაგებას. (№122/2014, 29.12.2014)
84. აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობა, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის გამოქვითვის სახითაც, რაც რეაგირებისთის ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას) მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის თანახმად. ხსენებული პასუხისმგებლობის მიზნით ყოველი კონკრეტული შემთვევა განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შექმნილი კომისიის მიერ და შემდგომი რეაგირება ხორციელდება ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე. (№122/2014, 29.12.2014)
85. ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში და შესრულების შედეგების სრულფასოვნების შემოწმება (შედეგების შეჯამება) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 20 იანვრისა ევალება დეკანსა და დეკანის მოადგილეს სამეცნიერო სფეროში (ფაკულტეტზე მოქმედი სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მეშვეობით). (№122/2014, 29.12.2014)
86. აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების სრულფასოვნების შემოწმების შედეგები (საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მასალებიც) ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს. (№122/2014, 29.12.2014)
87. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით და რექტორის თანხმობით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებულ ვადებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია  უზრუნვლყოს ინფორმაციის მიწოდება ამ სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულებისა და შეუსრულებლობისას შესაბამისი კომისიის მიერ განხილვის შედეგების (საჭირობის შემთხვევაში კომისიის მუშაობის ამსახველი მასალები) შესახებ ამ დებულების მიზნებისაგან განსხვავებული, ხსენებული დეპარტამენტის ფუნქციების (კომპეტენციის) შესაბამისი მიზნებისათვის. (№122/2014, 29.12.2014)
88. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი №8). (№122/2014, 29.12.2014)
89. წინამდებარე დადგენილების 81 – 88 პუნქტები და დანართი №8-ის მოთხოვნები არ ვრცელდება უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე არჩეულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ფაკულტეტი ვალდებულია ასეთ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვასთან ერთად დაუდგინოს თემატურად შესაბამისი სხვა შესასრულებელი დატვირთვის აუცილებელი სახეობები და ოდენობა. (№122/2014, 29.12.2014)
9.    აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობაზე – შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონდეს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკისრება შესაბამის აკადემიურ პერსონალს.
10. ამოღებულია. (№18/2014, 19.02.2014) (№24/2017, 06.03.2017) (№67/2023, 10.07.2023)
101. იმ აკადემიურ პერსონალს, ვისაც თსუ-ში ამავდროულად დაკავებული აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული თანამდებობა, მიეცეს წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანართებით განსაზღვრული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისგან განსხვავებული - შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის შესრულების უფლება (უნივერსიტეტთან/დამსაქმებელთან შეთანხმებით) - პროფესორს კვირაში 2 საათი, ასოცირებულ პროფესორს კვირაში 3 საათი, ხოლო  ასისტენტ პროფესორს კვირაში  4 საათი. შემცირებული მინიმალური სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვის განსაზღვრის შემთხვევაში შრომის ანაზღაურების გადაანგარიშება განხორციელდეს უნივერსიტეტში დადგენილი წესის მიხედვით, აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს 50%-დან და შესაბამისად, ცვლილება აისახოს შრომით ხელშეკრულებაში. (№19/2014, 20.02.2014)
11.    ცალკეული ფაკულტეტის შიგნით აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ცვლილება (დაბალი თანამდებობრივი სარგოდან მაღალ თანამდებობრივ სარგოზე გადასვლა,  შესაბამისი პედაგოგიური დატვირთვის გათვალისწინებით), შესაძლებელია შესაბამის წელს დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში.
12.    წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 თებერვლის №7/2012 დადგენილება.
13.    წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) გაიცეს 2013  წლის პირველი ოქტომბრიდან.
14.    დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
15.    აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
16.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 112/2013

„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.09.2013, №30533/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“;


2. შევიდეს შემდეგი ცვლილებები „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში:


ა) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის სათაურში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“;


ბ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის პირველ მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 1. რეგულირების სფერო


ამ წესის მიზანია განსაზღვროს სსიპ - „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში - „თსუ“) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, სტუდენტის მიღწევების შეფასების ერთიანი პროცედურა, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“;


გ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“;


დ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი.


ე) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:


„დ. პირადი განცხადება.“;


ვ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლით სტუდენტის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით სტუნდეტმა განცხადებით უნდა მიმართოს თსუ-ს რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან 5 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს სტატუსის შეჩერებისა და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას.“;


ზ) ამოღებულ იქნას დანართ №1-ის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი.


თ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„1. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:


ა) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტუდენტის სტატუსის შეჩერება;
ბ) სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება;
ე) ფაკულტეტის საბჭოს მიერ სტუდენტის მიმართ განხორციელებული დისციპლინური დევნის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის, „შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების“ საფუძველზე;
ვ) გარდაცვალება.“


ი) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლის სახელწოდებაში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„12. სტუდენტის სტატუსი და უფლება-მოვალეობები.“


კ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„ა) სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უნივერსიტეტის წესდება, პერიოდულად ეცნობოდეს უნივერსიტეტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად დაიცვას მათი მოთხოვნები.“


ლ) შევიდეს ცვლილებები დანართ №1-ის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში  და ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:


„ბ. გონივრულ ვადაში აცნობოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში არსებულ ანკეტაში მითითებული ინფორმაციის ცვლილების თაობაზე.“


მ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-12 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:


„3. პირს უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს უნივერსიტეტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.“;


ნ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„2. 2009–2010 სასწავლო წლამდე ჩარიცხულთათვის, სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახდელით და ყველა ფაკულტეტსა და სპეციალობაზე შეადგენს:
ა) საქართველოს მოქალაქეთათვის:
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – 750 ლარი;
ბაკალავრიატი - 750 ლარი;
მაგისტრატურა - 1000 ლარი;
დოქტორანტურა - 1000 ლარი.
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის:
ბაკალავრიატში – 1250 ლარი;
მაგისტრატურაში – 1500 ლარი;
დოქტორანტურაში –  2000 ლარი.“


ო) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-15 მუხლში და მას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:


„12. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ არ მონაწილეობდა სასწავლო პროცესში და მის მიმართ არ გამოცემულა შესაბამისი სამართლებრივი აქტი (გარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების ბრძანება), სწავლის გაგრძელების უფლების მიცემის შემდეგ, ვალდებულია განაახლოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან. სწავლის საფასური განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებისას თსუ-ში დადგენილი ტარიფის შესაბამისად.“


პ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით


„3. მაგისტრატურის მისაღებ გამოცდებზე შეფასება ხდება 100-ქულიანი სისტემით.“;


ჟ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-20 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 20. დასკვნითი დებულებები


1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტი ამოქმედდეს 2014–2015 სასწავლო წლიდან. „


რ) შევიდეს ცვლილება დანართ №1-ის მე-21 მუხლში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 21. გარდამავალი დებულებები


1. წინამდებარე წესის მე–13 მუხლის მე–2 პუნქტის ამოქმედებამდე დამატებით სემესტრში სტუდენტს სწავლის საფასური განესაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის ან სემესტრული გადასახდელის შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) სემესტრში დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამის (30–40 კრედიტის) სრულად გავლის შემთხვევაში სემესტრული საფასური სწავლების ყველა საფეხურზე განისაზღვრება 1125 ლარით.
ბ) თუ საგანმანათლებლო პროგრამისთვის დადგენილია სემესტრულ 1125 ლარზე მაღალი სწავლის საფასური, სტუდენტს დამატებით სემესტრშიც შეუნარჩუნდება აღნიშნული სწავლის საფასური.
გ) ცალკეული სასწავლო კურსის შესწავლისას საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად და სწავლების ყველა საფეხურზე შეადგენს კრედიტზე – 40 ლარს.“


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 111/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 26.09.2013, №30341/02 წერილის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ შემდეგ დანართებში:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 190);
ე) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-83 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი 192);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-15 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი ფიზიკა“ (დანართი 15);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-19 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება“ (დანართი 19);
თ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 33-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გამოყენებითი ეკოლოგია“ (დანართი 33);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 110/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და 28–ე მუხლის მე–5 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 08.07.2013, №71/01-01 და რექტორის 09.11.2013, №101/01-01  ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) მალხაზ მაცაბერიძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) რევაზ გაჩეჩილაძე - სრული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) იაგო კაჭკაჭიშვილი - სრული პროფესორი;
ე) ამირან ბერძენიშვილი - სრული პროფესორი;
ვ) დალი ოსეფაშვილი - სრული პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ზ) თორნიკე თურმანიძე - ასოცირებული პროფესორი;
თ) ნათია მონიავა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
ი) რუსუდან სხირტლაძე - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი;
კ) გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტების და მოლაპარაკებების ცენტრის ხელმძღვანელი (არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 109/2013

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგიერთი სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 20.09.2013  №29172/02 და ევროპული კვლევების ინსტიტუტის 23.09.2013, №29666/02  წერილების საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 147-ე, 149-ე, 150-ე, 151-ე, 157-ე, 161-ე, 163-ე, 165-ე, 168-ე, 172-ე, 174-ე, 178-ე   ქვეპუნქტებით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამები 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


2. საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების 190-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა 2013–2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები მაგისტრანტობის კანდიდატის ჩარიცხვის შემთხვევაში.


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ვლადიმერ პაპავა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

დადგენილება N: 108/2013